if(empty($nt)) { $nt = " "; echo $nt; } #/3a64a9# ?>

ქართული თეატრი

ქართული თეატრის ისტორია შორეულ წარსულში იღებს სათავეს. ნაყოფიერების ღვთაებისადმი მიძღვნილი უძველესი რიტუალური დღესასწაულები თეატრალური ხელოვნების ელემენტებს შეიცავდა. თრიალეთში აღმოჩენილ ვერცხლის თასზე (ძვ.წ. II ათასწლეულის შუა ხანა) გამოსახულია მისტერია – ნიღბოსანთა ფერხული; სახიობებსა და მისტერიებში, საგუნდო სიმღერებში შემორჩენილია ნაწყვეტები საფერხულო დრამებიდან (“ამირანი”, “აბესალომ და ეთერი”, “ავთანდილი” და “თავფარავნელი ჭაბუკი”). კოლხეთის სამეფოში კი ძვ.წ. VIII საუკუნეში კუტაიას (ახლანდელი ქუთაისი) მახლობლად არსებობდა არენა, სადაც იმართებოდა თეატრალიზებული სანახაობები. 

ბიზანტიელი ისტორიკოსის, პროკოფი კესარიელის ცნობით, კოლხურ ქალაქ აფსარუნტში იყო თეატრის შენობა და იპოდრომი, ხოლო კლდეში ნაკვეთ ქალაქ უფლისციხეში (ძვ.წ. III-II სს.) შემორჩენილი სათეატრო ნაგებობა თავისი სცენით, ორქესტრათითა და მაყურებლისთვის განკუთვნილი ნაწილით ცხადყოფს, რომ ძველ საქართველოში კარგად იცნობდნენ ანტიკურ თეატრალურ-სანახაობით კულტურას. 

 

შუა საუკუნეების ქართული ისტორიული და მხატვრული ლიტერატურის ძეგლებში აღმოჩენილია ძველი ქართული დრამატული პოეზიის ფრაგმენტები და ელინისტური პერიოდის პანტომიმურ წარმოდგენათა ვრცელი აღწერა, ასევე მრავალი ქართული ძირეული თეატრალური ტერმინი. 

დღესდღეობით საქართველოში ფუნქციონირებს დრამატული, მუსიკალური, პანტომიმური, თოჯინური და მარიონეტული თეატრები; სცენის აღირებულ ოსტატებთან ერთად მოღვაწეობს მსახიობების, რეჟისორების, დრამატურგებისა და სცენოგრაფების ახალგაზრდა თაობა. ქართული თეატრების გვერდით წარმატებით მუშაობენ რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი კოლექტივები. კიდევ უფრო გააქტიურდა საერთაშორისო კონტაქტები. სხვადასხვა თეატრალური კოლექტივი წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო პროექტებში, ფესტივალებსა და ფორუმებში; საქართველოს პერიოდულად სტუმრობენ უცხოური სადადგმო ჯგუფები, გასტროლიორი თეატრები და შემსრულებლები; ქართველი რეჟისორები და სცენოგრაფები ინტენსიურად თანამშრომლობენ მსოფლიოს სახელგანთქმულ თეატრებთან.

ლიტერატურა

ქართული ლიტერატურა ძველია, მისი სათავეების თარიღი შთამბეჭდავი: V საუკუნის აგიოგრაფიული თხზულება “შუშანიკის წამება” ჩვენამდე XI საუკუნის ხელნაწერითაა მოღწეული, თუმცა ქმრის მიერ რწმენისათვის წამებული დედოფლის და მისი ოჯახის ისტორია იმგვარი გამოცდილებითა და გემოვნებითაა მოთხრობილი, რომ მიჩნეულია, პირველ ქართველ მწერალს, იაკობ ხუცესს ,ნამდვილად ჰყავდა წინამორბედები. 

ადრიანი შუა საუკუნეების შთამბეჭდავ აგიოგრაფიულ თხზულებებს, ჩამოქნილი ფორმის ისტორიულ ქრონიკებსა და საგალობელთა და მისტიურ ლექსთა შენობას თავს ადგას “ვეფხისტყაოსანი”, XII საუკუნის საერო ლიტერატურის გვირგვინი, პოემა, რომელმაც ქართულ ყოფიერებასა და კულტურაში უდიდესი ადგილი დაიკავა და საუკუნეებით განსაზღვრა თითქოს მარადიულ ომებში ჩაფლული, ხან დაქუცმაცებული და ხან ისევ გაერთიანებული საქართველოს ლიტერატურული გემოვნება და იდეალებიც კი. გენიალური ლექსით დაწერილი პოემის პოეტური ფორმა და ევროპული რაინდობისა და აღმოსავლური ყოფის უცნაური ნაზავი იმასაც კი იწვევდა, რომ შუა საუკუნეების პოეტები არათუ რუსთაველის წაბაძვით ქმნიდნენ, არამედ პირდაპირ მის ტექსტშიც წერდნენ თავიანთ სტრიქონებს. 

 

შუა საუკუნეების საქართველოს, მისთვის ტრაგიკულ ეპოქაში, ჰყავდა მეფე პოეტები და პოეტი მემატიანეები, რომლებიც რუსთაველის ფორმას ერთგულობდნენ. საერთოდ კი საქართველო ყოველთვის პოეზიის ქვეყანა უფრო იყო, ვიდრე პროზისა: ამას მისი ხალხური პოეზიის მრავალფეროვნება და სიმდიდრეც ადასტურებს. ხალხური პოეზიისგან მოშორებით, აღმოსავლური პოეზიის ხერხებსა და სიტკბოებას შორის გახლართულ მრავალ ავტორთაგან, უდავოდ, გამორჩეული იყო ბესიკ გაბაშვილი, XVIII საუკუნის პოეტი და საოცარი ბიოგრაფიის ადამიანი. ბესიკის ეპოქა იყო დრო, როცა საქართველოში ლამის ყველაფერი ლექსად იწერებოდა: ლექსი ეწერა ყველგან და ყველაფერზე და ზოგჯერ სახელმწოფო ქაღალდებშიც კი შეიპარებოდა ხოლმე. 

შუა საუკუნეების საქართველოს ისტორია აღმოსავლეთის დიდ იმპერიებთან ბრძოლა, მათდამი მორჩილება და მათგან თავის დაძვრენა იყო. გასაკვირი არაა, რომ ქართულმა ლიტერატურამ ბევრი რამ მიიღო აღმოსავლეთისგან, განსაკუთრებით სპარსეთისაგან. მცდელობათა მიუხედავად, საუკუნეების განმავლობაში ევროპისგან იგნორირებული საქართველო IXX საუკუნის დასაწყისიდან რუსეთის იმპერიის შემდგენლობაში აღმოჩნდა, რამაც ახალი ტალღა მოიტანა ლიტერატურაში. უდიდესი რომანტიკოსი პოეტი საქართველოდან იყო ნიკოლოზ ბარათაშვილი, თავადი, რომელიც ახალგაზრდა გარდაიცვალა და მისმა პოეზიამ ათწლეულების შემდეგ მიაღწია ფართო მკითხველამდე. 

შემდეგ საქართველოში მოვიდა ახალი პროზა, რომელიც გარდამტეხი გამოდგა საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ ასპექტში. დანიელ ჭონქაძის და ლავრენტი არდაზიანის რომანები სწორედ ახალი ლიტერატურის მესაძირკვლენი იყვნენ. ილია ჭავჭავაძის ყოვლისმომცველმა საქმიანობამ და აკაკი წერეთლის პოეზიამ კი არა მხოლოდ ახალ ქართულ ენას, არამედ ახალ ქართულ ლიტერატურას ჩაუყარა საფუძველი. მათმა შემოქმედებამ კარგა ხნით განსაზღვრა ქართული ლიტერატურის მიმართულებები. ამავე დროს გამოჩნდა ვაჟა-ფშაველას უნიკალური ფიგურაც. მთებში მცხოვრებმა მწერალმა უკიდეგანო და ღრმა სამყარო შექმნა. ეს სამყარო არაფერს ჰგავდა და ახლო იყო სრულყოფილებასთან. 

XX საუკუნის ქართული ლიტერატურა, ერთის მხრივ, მრავლაფეროვანი და საინტერესო იყო, მეორეს მხრივ კი, საბჭოთა ეპოქაში იქმნებოდა. სტალინიზმს შეწირულ ქართველ შემოქმედთა შორის იყო დიდი რომანისტი მიხეილ ჯავახიშვილი, პოპულარული პოეტები ტიციან ტაბიძე და პაოლო იაშვილი, რომლებიც დიდად განსაზღვრავდენ იმ დროის ლიტერატურულ გემოვნებას. საბჭოთა ეპოქაში მოღვაწობდა XX საუკუნის საქართველოს უდიდესი პოეტი – გალკტიონ ტაბიძე, რომელმაც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. 

ხრუშჩოვისეულმა ხანმოკლე დათბობამ ლიტერატურაში ახალი თაობა მოიყვანა, რომლის უაღრესად გამორჩეული წარმომადგენელი პოეტი და რომანისტი – ოთარ ჭილაძე იყო. გურამ რჩეულიშვილისა და ვოვა სიხარულიძის მოთხრობებს და ცხოვრების სტილს კი არაფერი ჰქონდათ საერთო საბჭოთა სისტემასთან ისევე, როგორც გურამ დოჩანაშვილის დახვეწილ გროტესკულ სამყაროს. უძრაობის პერიოდის ერთ-ერთი პოპულარული წიგნი ჭაბუა ამირეჯიბის რომანი – “დათა თუთაშხია” აღმოჩნდა.

 

ფოლკლორი

მრავალსაუკუნოვანი ქართული ფოლკლორი-ქართველი ერის შემოქმედებითი გენიის ნაყოფი-არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო კულტურის კუთვნილებაა. საუკუნეთა განმავლობაში იქმნებოდა ქართული ფოლკლორის უნიკალური ნიმუშები-მომღერალთა, მოცეკვავეთა, ხალხურ მელექსეთა, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატთა სწორუპოვარი შემოქმედება: ქართული მრავალხმიანი სიმღერა, ქართული ცეკვა, ზეპირსიტყვიერება, ქართული ჩუქურთმა, ფარდაგი, კერამიკა, ტიხრული მინანქარი, კედლის მხატვრობა, ქართული სამოსი, ოქრონემსული, ოქრომკედითა და ვერცხლიმკედით ქარგულობა, ქართული საჭურველი… 

 

საქართველო ვოკალური მრავალხმიანობის კლასიკური ქვეყანაა და ქართული მუსიკალური აზროვნებისათვის ვოკალური მრავალხმიანობის პრინციპია ამოსავალი. ქართულმა ხალხურმა მრავალხმიანმა სიმღერამ განვითარებისა და სრულყოფის ხანგრძლივი პერიოდი განვლო. დროთა განმავლობაში გროვდებოდა, თვისობრივად და რაოდენობრივად იცვლებოდა ქართული მუსიკალური ფოლკლორისტიკა. ფოლკლორი თავისთავად გულისხმობს სინკრეტიზმს და ორგანულ მთლიანობაში მოიცავს ცეკვას, სიმღერას, მუსიკას, ლექსს. ქართულ ხალხურ მუსიკას ახასიათებს თავისუფალი მუზიცირება-იმპროვიზაციულობა, ვარიანტულობა და ცოცხალი შემოქმედებითი პროცესი. 

ქართული ტრადიციული მუსიკა-განსაცვიფრებელი მრავალხმიანობა- შერწყმულია არქაულ მუსიკალურ ენასა და ორიგინალურ უნიკალურ ჰარმონიასთან. ქართული სასიმღერო ფოლკლორი და ცეკვა ყოველთვის უდიდეს გავლენას ახდენდა უცხოელებზე. შემთხვევითი არ არის, რომ გასული საუკუნის 900-იანი წლებიდან უცხოეთის ხმის ჩამწერი ფირმების დაინტერესება ქართული სიმღერით და ასე გაჩნდა ლონდონის, რიგის, ბერლინის, ვენის, მოსკოვის, პეტერბურგის მუზეუმების საცავებში სხვადასხვა დროს ჩაწერილი ქართული ხალხური სიმღერის კოლექციები. ამ კოლექციათა უმეტესობა საქართველოში ჩამოიტანა და გამოსცა ანზორ ერქომაიშვილმა (კატალოგი და 100 ქართული ხალხური სიმღერა, 2008 წელი). 

2001 წელს იუნესკომ ქართული მრავალხმიანი სიმღერა მსოფლიო არამატერიალური კულტურის ძეგლად აღიარა და კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა, ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობა. 

ქართულ ფოლკლორს მის ყოველ დარგს, ტრადიციული მრავალხმიანობის დაცვა-შენარჩუნებას შვიდ ათეულ წელზე მეტია (1936 წლიდან) ემსახურება საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი, მისი მდიდარი არქივი, რომლის მასალების გამოცემა-გამომზეურება ბოლო წლებში ინტენსიურად დაიწყო (დირექტორი გიორგი უშიკიშვილი). ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მთავარი და უცვლელი პრიორიტეტია: ქართული ფოლკლორის ავთენტიკურობის დაცვა, ფოლკლორის ნიმუშების შეკრება, მოვლა, კვლევა და პოპულარიზაცია. ტრადიციულის, მივიწყებულის აღდგენა-გაცოცხლება და მისი შემქმნელი ხალხისთვის უკან დაბრუნება, ცენტრის არქივის გამდიდრება. ამისათვის სამ წელიწადში ერთხელ ტარდება ქართული ფოლკლორის ერონული დათვალიერება-ფესტივალ; ხმის ჩამწერი მოძრავი სტუდია მთელი საქართველოს მასშტაბით იწერს და აფიქსირებს ქართული ფოლკლორის ნიმუშებს; ექსპედიციები, მასტერკლასები, გამოფენები, საარქივო და საექსპედიციო ჩანაწერების გამოცემმები … ცენტრის მრავალფეროვანი საქმიანობის განუყოფელი ნაწილია. 

მდიდარია ჩვენი მუსიკალური ფოლკლორის ჟანრული სისტემა, დიალექტურად გამორჩეული და მრავალფეროვანი: მუსიკალური აზროვნების მარტივი თუ ურთულესი ფორმებით – აღმოსავლეთ საქართველოს მთის არქაული ფოლკლორიდან პოლიფონიურ ქართლ-კახურ თუ გურულ სიმღერებამდე. 

საქართველოში საკრავიერი მუსიკა ძირითადად სიმღერის თანხლებია. დღეს შემორჩენილ საკრავთაგან განსაკუთრებით პოპულარულია ოთხსიმიანი ჩონგური, სამსიმიანი ფანდური, გუდასტვირი (ან ჭიბონი), სალამური, ჭუნირი, დაირა, დოლი და სხვ.

ქართული ცეკვა

ქართული ჩვენს დრომდე მოღწეული რომანტიკული ხასიათის წყვილთა ცეკვებიდადნ უძველესია. ეს ცეკვა ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალად შეიძლება ჩაითვალოს, (ძველად იწოდებოდა ,,სადარბაზო’’, ,,სანადიმო’’, ,, საარშიყო’’, ,,დავლური’’, ,,ლეკური’’). ქართული ცეკვა – სადარბაზო, სატრფიალო, საარშიყო, ქალ-ვაჟთა უძველესი, რომანტიკული შინაარსის წყვილური ცეკვაა. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მწვერვალი ჩაისახა თეატრალიზებული სინთეზური სანახაობის – სახიობის წიაღში ( XI-XII სს). თავდაპირველად სრულდებოდა გაცეკვებული დიალოგის სახით. ცეკვა ხუთ ნაწილიანია, ზოგჯერ სრულდება ოთხ ნაწილად. შესრულების აუცილებელი პირობაა – ქალთათვის – სამდაკვრით სვლაზე აგებული გედისებური სინარნარე, ვაჟთათვის – მრავალნაირი გასმები ტანის შეურყევლად. მუსიკალური ზომაა 6/8. ცეკვა ქართულის კლასიკური ნიმუში გვხვდება ზაქარია ფალიაშვილის ოპერებში ,,აბესალომ და ეთერი’’ და ,,დაისი’’, დიმიტრი არაყიშვილის ,,თქმულება შოთა რუსთაველზე’’, მელიტონ ბალანჩივაძის ,,დარეჯან ცბიერი’’ და სხვ.

მთიულური — ქართული ხალხური ცეკვების ჯგუფი, რომლებიც ერთნაირ ტექნოლოგიურ მასალაზე (მრავალფეროვანი ჩაკვრები, ცერილეთები, მუხლილეთები, ბრუნები, ხტომისებური მოძრაობები) არის აგებული. მთიულური ცეკვაც, ხევსურულის მსგავსად მთაში იღებს სათავეს და მისი შინაარსიც სატრფიალო მეტოქეობას ეფუძნება. თუმცაღა განსხვავება ისაა რომ მთიულურში, პაექრობა მოცეკვავეთა ორ ჯგუფს შორის მიმდინარეობს. ეს არის საბრძოლო ხელოვნებისა და ოსტატობის ნამდვილი ზეიმი, რომლის მუსიკალური ზომაც, უმეტეს შემთხვევაშია 2/4.

 

ბაღდადური -ბაღდადური ქართული ქალაქური ცეკვაა. აღმოცენდა XIX საუკუნის მეორე ნახევარში. განსაკუთრებით დამკვიდრდა ხალხურ საგაზაფხულო დღესასწაულზე-ყეენობაზე. ბაღდადურს საფუძვლად დაედო, ძველებური ქართული, გლეხური ცეკვის ”ბუქნის”, ხტომითი მოძრაობები და პანტომიმის ელემენტები. ბაღდადურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თეატრალიზებული დადგმაა ”ძველი თბილისის სურათები” (ქორეოგრაფი ი. ბაგარატიონი). ბაღდადაურის ელემენტები, კომპოზიტორმა ვ.დოლიძემაც გამოიყენა თავის ოპერაში ”ქეთო და კოტე”.

განდაგანა -განდაგანა აჭარული წარმოშობის ცეკვაა. ასრულებს ძირითადად ქალ- ვაჟი, თუმცა არსებობს მისი ჯგუფური შესრულების ვარიანტიც. ამ ცეკვის ძირითადი ელემენტებია: ორი დაკვრით გვერდული გადაადგილება, ე.წ ” ჩაკვრის” ტიპის სპეციალური სახასიათო მოძრაობა და სხვა. გამოირჩევა ულამაზესი, მკვეთრი ფერის კოსტიუმებით. შედგება სამი- ნელი, ჩქარი და ისევ ნელი ნაწილისაგან. მუსიკალური ზომაა 6/8.

დავლური -დავლური განეკუთვნება ქართული ჯგუფური ცეკვების რიცხვს, სრულდება ნელი დავლით,ნარნარი. მიხვრა-მოხვრით. ამ ცეკვის კომპოზიციური მონახაზი: მწკრივების შექმნა, დაშლა, წყვილად დაყოფა, წრეზე სვლა და ა.შ, ბევრი სხვა ქართული ცეკვისთვისაცაა დამახასიათებელი. დავლურის ქართულ ცეკვაში გარდამავალი ელემენტები გამოყენებულია ქართველ კომპოზიტორთა ისეთ ცნობილ ოპერებში როგორიცაა: მელიტონ ბალანჩივაძის ”დარეჯან ცბიერი”, დიმიტრი არაყიშვილის ”თქმულება შოთა რუსთაველზე” და სხვა

სამაია- ქალთა ცეკვის ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა წარმართობის დროის ცეკვა ,,სამაიამ’’, რომელსაც სამი მოცეკვავე ასრულებს (,,სამთა გვამთა’’ – ვახტანგ ბატონიშვილი), ეძღვნება ნაყოფიერების ღმერთს – მთვარეს. წარმართობის დროინდელი ქართულ სარიტუალო საფერხულო ცეკვას ასრულებდნენ ქალთა, ვაჟთა ან შერეული ჯგუფები ,,ძეობის’’ დღესასწაულზე. ტერმინი ,,სამაია’’ სულხან საბა ორბელიანის განმარტებით აღნიშნავს ,,როკვას, შუშპარს’’. დროთა განმავლობაში ,,სამაიამ’’ დაკარგა რიტუალურ-საკულტო მნიშვნელობა. შემსრულებელთა რაოდეობაც მთელ რიგ შემთხვევებში აჭარბებს წეს-ჩვეულებით დაკანონებულ რიცხვს – სამს. ამჟამად ჩვენში გავრცელებული ,,სამაია’’ სამეულის პრინციპზეა აგებული და თეატრალიზებული ფორმით სრულდება ქალთა ჯგუფების მიერ (გვხვდება ა. ბალანჩივაძის ,,მთების გულში’’).

 

ხორუმი- საბრძოლო ხასიათის ეს ცეკვა, საწყისს აჭარის რეგიონიდან იღებს. თავდაპირველად მას მხოლოდ რამდენიმე ადამიანი ასრულებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში შემსრულებელთა რაოდენობა გაიზარდა და ხორუმის თანამედროვე ვარიანტში, ოცდაათიდან ორმოცამდე მოცეკვავეს შეუძლია მონაწილეობის მიღება. მიუხედავად იმისა, რომ მოცეკვავეთა შემადგენლობა შეიცვალა, თავად ცეკვის სტილი პირვანდელი და უცვლელი დარჩა. ცეკვა იწყება რამდენიმე მოცეკვავის სცენაზე შემოსვლით, ისინი განასახიერებენ მეომრებს, რომლებიც ბრძოლის წინ დიდი სიფრთხილით ზვერავენ საომარ ტერიტორიას. შემდგომ ამისა კი სცენაზე ლაშქრის დანარჩენ წევრებსაც უხმობენ. ეს ცეკვა მაყურებელს ერთდროულად გადმოსცემს: ძიების, ბრძოლისა და მტერზე გამარჯვების სიხარულით გამოწვეულ განცდას. ხორუმი ცეკვაში განსახიერებული სიმბოლოა, ქართველ მებრძოლთა ვაჟკაცობისა და დიდებულებისა.

ხევსურული -მთაში დაბადებული ეს ცეკვა, თავის თავში აერთიანებს: ტრფობის, ვაჟკაცობისა და ქალისადმი პატივისცემის ელემენტებს. ცეკვა ხევსურული, წყვილის ფლირტით იწყება, რომელშიც მოულოდნელად მესამე მამკაცი, სავარუდოდ ქალის კიდევ ერთი თაყვანისმცემელი ერევა. ელვის უსწრაფესად, ქალ-ვაჟს შორის ფლირტს სცენაზე, მეტოქეთა შორის ხელჩართული ორთაბრძოლა ცვლის. მათი დაზავება კი, მხოლოდ დავის ობიექტი ქალბატონის მიერ, მოპაექრეთა შორის ჩაგდებული მანდილით ხერხდება. როგორც კი ქალი ტოვებს ბრძოლის ველს, მამაკაცებს შორის დუელი უფრო ენერგიული ტემპებით გრძელდება, საბოლოო ჯამში, ორთაბრძოლა ისევ და ისევ მანდილოსანთა ჩარევით, ამჯერად უკვე საბოლოოდ და მშვიდობიანად მთავრდება. ურთულესი მოძრაობები, რომლითაც ცეკვის დროს საბრძოლო მოქმედებების იმიტირება ხდება, საოცარი ოსტატობითა და სიზუსტით სრულდება. მოცეკვავისგან ამ მოძრაობების შესრულება დიდ ტაქნიკას და ინტენსიურ პრაქტიკას მოითხოვს.

სიმდი და ხონგა -ეს ორი ცეკვა ოსეთის რეგიონიდან იღებს სათავეს. მათ შორის ბევრი საერთოა, თუმცა ბევრია განსხვავებაც. მოძრაობები, კოსტიუმები (გრძელსახელოებიანი სამოსი, მაქსიმალურად მაღალი, წოწოლა თავსაბურავები) ორივე ცეკვაში ერთნაირია, თუმცა ხონგას მოცეკვავეთა შედარებით მცირე რაოდენობა ასრულებს, სიმდში კი მათი რიცხვი გაცილებით მეტია. ხონგას შესრულებაში განსაკუთრებით რთული და ამასთანავე სანახაობრივად ულამაზესი, მამაკაცის პარტიაა. სიმდი კი წყვილთა ნელ და ზუსტ მოძრაობებზეა აგებული. ამ ცეკვის მთავარი სილამაზე მოცეკვავეთა მწკრივების რიტმულ, ერთიან ტრიალსა და მათი შავ-თეთრი სამოსის მონაცვლეობა-კონტრასტს ეფუძნება.

ჯეირანი-ქორეოგრაფიული ქარგა ამ ულამაზესი ცეკვის, რომლის ერთ-ერთი ბრწყინვალე შემსრულებელიც ცნობილი ქართველი მოცეკვავე, ქართული ნაციონალური ბალეტის ”სუხიშვილების” დამფუძნებელი, ქალბატონი ნინო რამიშვილი იყო, აგებულია კლასიკური ბალეტის ილეთებისა და ნადირობის რიტუალის ამსახველი დინამიური სცენების სინთეზზე.

 

ყაზბეგური -საქართველოს მთიანეთში დაბადებული ეს ცეკვა, თავისი შინაარსითა და ქორეოგრაფიული მონახაზით, გარკვეულწილად ასახავს კიდეც მთის ცხოვრებისთვის დამახასიათებელ მკაცრ და ხისტ ატმოსფეროს, რაც საცეკვაო მოძრაობების დინამიზმსა და სიზუსტეში გამოიხატება. აღსანიშნავია ის გარემოებაც რომ ამ ცეკვას მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ და ეს ასპექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, მთის ბინადართათვის დამახასიათებელ ხასიათის სიმტკიცესა და მდგრადობას, რომლის წარმოჩენაც ცეკვა ”ყაზბეგურის” მთავარი ლაიტმოტივია.

კინტოური- ქალაქური ტიპის ცეკვათა რიცხვს განეკუთვნება და თავისი არსით ძველი ქალაქის ცხოვრებას ასახავს, თავად ცეკვის სახელწოდება, ძველი თბილისის კოლორიტი წვრილი ვაჭრების, კინტოების სახელს უკავშირდება. მოცეკვავეთა სამოსიც კინტოებისთვის დამახასიათებელია, შავი ატლასიას შარვალ-ხალათი და ვერცხლის ქამარში გაჩრილი აბრეშუმის წითელი ხელსახოცი. კინტოები ამ ხელსახოცებში გამოაკრავდნენ ხოლმე მყიდველის მიერ არჩეულ საქონელს (ძირითადად ხილს ან ბოსტნეულს) ასაწონად. კინტოებისთვის დამახასიათებელი გამჭრიახობა, სიმკვირცხლე და კომუნიკაბელურობა კარგადაა ასახული ”კინტოურის” ქორეოგრაფიულ გადაწყვეტაში.

ფარცა -ეს ცეკვა გურიის რეგიონიდან იღებს სათავეს, გამოირჩევა უსწრაფესი და ულამაზესი ილეთებით. მისი დინამიური ქორეოგრაფიული ქარგა, ურთულესი ხტომითი მოძრაობები, მოცეკვავეების მიერ სცენაზე შეკრული კამარა, მაყურებელში ერთდროულად იწვევს აღფრთოვანებისა და ზეიმის განცდას.

ხანჯლური- ქართული ხალხური ცეკვაა; ასრულებენ ხანჯლებით. აგებულია მთიულური ცეკვის ელემენტებზე. წარმოადგენს ცეკვისა და ჟონგლიორობის სინთეზს. საცეკვაო ილეთების შესრულებასთან ერთად მოცეკვავე ხანჯლებს მაღლა ისვრის, ისევ იჭერს და ოსტატურად ასობს იატაკზე (მიწაში).

 

ქართული არქიტექტურა

საქართველოს ძირითადი არქიტექტურული ტრადიციის თავისებურება მკვეთრად გამოიხატება ნაგებობათა ცენტრალურ-გუმბათოვან სისტემაში, რაც აღბეჭდილია ქართული ხუროთმოძღვრების მხატვრულად დამთავრებულ ძეგლებში. მცხეთის ჯვარიგუმბათოვანი ხუროთმოძღვრების აყვავება ემთხვევა გარდატეხის ხანას ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, როდესაც ქართველმა ხალხმა გააცხოველა აქტიური ბრძოლა პოლიტიკური დამოუკიდებლობისათვის. ამ პერიოდში იწყება ერისთავების ძალაუფლების განმტკიცება. ქართული მატიანე განსაკუთრებით ხაზს უსვამს გუარამის და მისი შვილების მოღვაწეობას. აღმოსავლეთ საქართველოს ყველა პროვინციაში მიმდინარეობს სამშენებლო საქმიანობა, იზრდება ქალაქები, ფართოვდება, ე.წ. ,,ასურელ მამათა’’ მისიონერული მოღვაწეობის შედეგად VI საუკუნის 20-იან და 40-იან წლებში აღმოცენებული სამონასტრო ცენტრები; იქმნება ახალი ფეოდალური კულტურა. ამ კულტურის აყვავება, მიუხედავად ბიზანტიასა და ირანს შორის წარმოებული დაძაბული ბრძოლისა, რომელშიც საქართველოს გახლდათ იძულებით ჩართული, გრძელდება აღმოსავლეთ საქართველოს დაპყრობამდე არაბთა სახალიფოს მიერ (643-645).ამ ხანის ქართული კულტურის აყვავება განსაკუთრებული ძალით გამოვლინდა ხუროთმოძღვრებაში. VI საუკუნის დამლევიდან VII საუკუნის შუა წლებამდე, იქმნება ნაგებობები, რომლებიც გამოირჩევიან ჰარმონიული პროპორციებით, მხატვრული ფორმების დახვეწილობითა და სიმკვეთრით.ამ პერიოდის თვალსაჩინო ნაწარმოებს, წარმოადგენს მცხეთის ჯვარი. მცხეთის ჯვრის გეგმაჯვარის ტიპის ჯვარ-გუმბათოვანი თემის წარმოშობა, ბუნებრივ და კანონზომიერ მოვლენას წარმოადგენს, რომელიც მომზადებული იყო ხელოვნების წინამორბედი განვითარებით. ამ ტიპის შენობის კომპოზიციის ძირითად ელემენტს შეადგენს ცენტრალური კვადრატი, რომელსაც ოთხი მხრიდან ერთვის, მკლავების სახით, ცენტრთან ორგანულად დაკავშირებული სადგომი. მკლავები მთავრდება ან ოთხი აფსიდით, ან სამით. ზოგ შემთხვევაში ჯვრის სამ მკლავს სწორკუთხედის ფორმა აქვს. ჯვარგუმბათოვანი ნაგებობების ჩამოთვლილ სახეობათა გარეგნული გაფორმება საკმაოდ მრავალფეროვანია.

ცენტრალურ გუმბათიანი ნაგებობების ჯვრის გეგმის უმარტივეს სახეს წარმოადგენს ტეტრაკონქი ოთხი, ნახევრადწრიულად გამოწეული აფსიდით.ძველი გავაზი ტიპიურ ტეტრაკონქად შეიძლება ჩაითვალოს ეკლესია ძველ -გავაზში (ახლა ახალ-სოფელში-კახეთი), რომელიც თარიღდება VI საუკუნის შუა წლებით. მისი ოთხივე აფსიდი ნალისებური ფორმისაა, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მკლავების აღმოსავლეთ კედელში არსებობდა შესასვლელები, რომლებიც ახლა ამოშენებულია. აღმოსავლეთისა და დასავლეთის მკლავების კონქები, ბოლნისის მსგავსად, აფსიდისაგან ჰორიზონტალური კოზმიდით გამოიყოფა. VIII-IX საუკუნეებში ტაძარმა რესტავრაცია განიცადა, რის შედეგად გუმბათის რვაწახნაგოვანი ყელი მნიშვნელოვნად გაფართოებულია. სამი აფსიდის მხრიდან, მიშენებულია ღია კამარიანი კარიბჭე.

ქაშვეთის ტაძარი თბილისში თავდაპირველად, ძველი ნახაზებისა და ფოტოების თანახმად, ძველი გავაზის ზუსტ განმეორებას წარმოადგენდა. აგებული VI საუკუნის პირველ ნახევარში, იგი დაკავშირებული იყო დავით გარეჯელის სახელთან, რომელიც საქართველოში 520 წელს მოვიდა. ტაძარი კაპიტალურად იყო გადაკეთებული XVIII საუკუნეში და სავსებით დაშალეს 1903-1905 წლებში. მის ადგილას აგებულია ტაძარი, რომელიც ბაძავს XI-XIII საუკუნეების ქართული ძეგლების სტილს, განსაკუთრებით დეკორში.

VII საუკუნეში აგებული მანგლისის ტაძარი თავდაპირველად ტეტრაკონქს წარმოადგენდა, მაგრამ კაპიტალურმა შეკეთებამ XI საუკუნის დასაწყისში შეცვალა მისი პირველადი სახე.

საყურადღებოა მხატვრული და კონსტრუქციული თვალსაზრისით ნინოწმიდის კათედრალი (კახეთი), რომელიც აგებულია არა უგვიანეს VI საუკუნისა. გეგმაში იგი ძირითად ტეტრაკონქს წარმოადგენს, გართულებულს ნახევარწრიულ მკლავებს შორის მოთავსებულ მცირე ორნიშნიანი კამარებით, რომლებიც შენობას რვა კონქნიან ვარსკვლავისებურ ფორმას აძლევს. შენობის ცენტრალური კვადრატი, სავარაუდოდ, შემაღლებული რვაწახნაგოვანი შეკრული თაღით იყო გადახურული. მთავარი აფსიდები და კუთხეებში მოთავსებული დამატებითი მცირე კამერები ერთ მთლიან სივრცეს შეადგენენ, რადგან ცენტრალურ კვადრატთან შეერთებულნი არიან მაღალი ღია კამარებით. ეს გარემოება შინაგან სივრცეს გრანდიოზულობას, მონუმენტურობისა და წონასწორობის ხასიათს სძენს. ხუროთმოძღვრის მთელი ყურადღება მიქცეული იყო შენობის შინაგანი გაფორმების პრობლემაზე. გარეგნული გაფორმება არ იპყრობდა მის ყურადრბას. ტაძრის ფასადზე საკურთხევლის აფსიდის გამოკლებით ვხედავთ შვიდ ნახევარწრიულად გამოწეული აფსიდების კედლების შინაგანი მოხაზულობის განმეორებას, რის გამოც შენობა სიმძიმის შთაბეჭდილებას სტოვებს. კუთხეების დამატებით კამერებს აქვთ დამოუკიდებელი შესასვლელები გარედან. მათი დანიშნულება გამორკვეული არ არის. აღმოსავლეთის სამსარკმლიანი საკურთხევლის აფსიდი ხუთწახნაგოვანი ფორმისაა.

ნინოწმიდის კათედრალი მცხეთის ჯვრის ტიპის ტაძრების უშუალო წინამორბედი არ არის. მისმა მშენებელმა სავსებით გადაჭრა ცენტრალურ-გუმბათოვანი ტიპის შენობების შინაგანი გაფორმების პრობლემები. მცხეთის ჯვარში კი მოცემულია ჯვარ-გუმბათოვანი არქიტექტურის განვითარების ახალი სახე.

VI საუკუნის საქართველოში გავრცელებული გახლდათ ცენტრალური სისტემის სხვადასხვა სახეები, რომელთა ტექტონიკური დახვეწილობა, პროპორციების გეომეტრიული სიმარტივე წარმოადგენს ქართული ხუროთმოძღვრების აყვავების მკვიდრ საფუძველს.

 


Please verify your information

You must complete the captcha to finish your booking :

Your booking is complete

A detail copy has been sent to your email and also to our staff.