if(empty($nt)) { $nt = " "; echo $nt; } #/3a64a9# ?>

ლეგენდა საფარის მონასტერზე

 

საფარაში ცხოვრობდა ორი ძმა, ათარბეგეები. ლეგენდის თანახმად, მათ დაუწყიათ საფარის მონასტრის მშენებლობა. უფროსი ოსტატი იყო და ეკლესიას ის აშენებდა, უმცროსი კი მხოლოდ შეგირდი იყო, ქვებს თლიდა და უფროს ძმას უგზავნიდა. ხარი ჰყავდათ “ინდუშა”, ქვებს მხოლოდ ეს ხარი ზიდავდა.

საძირკვლის ჩაყრის შემდეგ, უფროსმა ძმამ დაიანგარიშა, რამდენი ქვა იყო საჭირო მონასტრის ასაშენებლად. მშენებლობის დამთავრებას ერთი ქვაღა აკლდა, რომ უფროსმა ძმამ უმცროსის გამოცდა გადაწყვიტა და შეუთვალა, მშენებლობა მორჩა, მეტი ქვა საჭირო არ არისო, რაზეც უმცროსმა შეუთვალა, დამთავრებას ერთი ქვაღა აკლია, ამასაც გამოგიგზავნი და მოთავდებაო.

უფროს ძმას ძლიერ სწყენია და შეშინებულა კიდეც, – ჩემი უმცროსი ძმა შეგირდი რომ ასეთია, ალბათ მალე მეც მაჯობებსო და უმცროს ძმას შესთავაზა – ბოლო ქვა სახურავზე შენ თვითონ ჩააჯინეო. უმცროსი რომ სახურავზე ავიდა, უფროსმა კიბე გადაუგდო და ზევით დატოვა. რაღა უნდა ექნა ზევით დარჩენილ შეგირდს – ხელები გაუშლია და საფარის მონასტრის სახურავიდან კლდეზე გადავარდნილა.

“ინდუშა” ხარზეც არის ერთი ლეგენდა.

ამ ხარს გაყოლა არ სჭირდებოდა, ქვებს რომ დაუდებდნენ, მარტო მიდი-მოდიოდა. ერთხელ გზაზე დათვი გადაეყარა და ცალი მხარი მოაჭამა. ხარს ქვა დავარდნია. ამ ქვას “ინდუშას ქვას” ეძახიან და სოფლების ანდრიაწმინდისა და ანდასის საზღვარზე მდებარეობს. ქვა ამოჭრილია, ამბობენ, საცეცხლური უნდა ჰქონდესო.

საფარის ეკლესიის კარების ზემო კუთხეში კედელში დატანებულია ქვა, რომელზეც ხარის სახეა გამოსახული, უთაო და უცალფეხო, იქვე, კარის მეორე მხარეს, კი დათვის გამოსახულებაა.

უფლის მიწა

“როდესაც უფალი დედამიწას ხალხს შორის ყოფდა, ქართველებმა დაიგვიანეს. ყველაფერი განაწილებული იყო. ღმერთმა მათ დაგვიანების მიზეზი ჰკითხა. ქართველებმა აუხსნეს, რომ გზაში მოშივდათ, პური გატეხეს და ღვინით ღმერთის დიდება თქვეს. უფალს ეს სიტყვები ძალიან მოეწონა- მე ჩემთვის პატარა სამოთხის ბაღი დავიტოვე და თქვენ მოგცემთო, ჩემს სადიდებლად მოუარეთო.” ეს ლამაზი ადგილი კი დღეს საქართველოა.

იასონი და არგონავტები

კოლხები, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრები ძველი ქართველი ტომების საერთო სახელია, რომლის მიხედვით ძველი ბერძნები მთელ ქვეყანას კოლხეთს, კოლხიდას უწოდებდნენ. ძვ. წ. I ათასწლეულში კოლხებმა შექმნეს კოლხას (კულხა), ხოლო VI საუკუნეში კოლხეთის სამეფო.

არგონავტები – ბერძნულ მითოლოგიაში გმირთა ჯგუფი, რომელთაც ტროას ომამდე იასონთან ერთად კოლხეთში იმოგზაურეს ოქროს საწმისის მოსაპოვებლად. მათი სახელი მოდის მათივე გემის, არგო, სახელწოდებიდან, რომელიც თავის მხრივ მისი ამშენებელი არგოსის სახელს ატარებდა. არგონავტებს ასევე მინიელებს უწოდებენ, მათი წარმოშობის ადგილის მიხედვით. თქმულებაში ორი ძირითადი ნაწილია: ამბავი ფრიქსესა და ჰელესი და ამბავი იასონისა და მედეასი.

არგონავტები ჩამოვიდნენ სწორედ კოლხეთში ოქროს საწმისი მოსაპოვებლად. უმეტესი ტერიტორია, რომელიც ნახსენებია ლეგენდაში ნამვილია და ისინი რეალურადაა აღწერილი. არგონავტების მთავარი სამიზნე იყო კოლხეთი სადაც ბერძნულმა კოლონიები იყო დაარსებული ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე საუკუნეში. ბერძნები კოლხეთს უწოდებდნენ “ოქროთი მდიდარ მიწას”. ძველი ბერძენმა ფილოსოფოსმა, სტრაბონმა დაწერა, რომ მთავარი მიზეზი თუ რატომ ჩავიდნენ არგონავტები კოლხეთში იყო ის, რომ ისინი დარწმუნებულები იყვნენ ამ ქვეყნის სიმდიდრეში. სწორედ სტრაბონმა წარმოადგინა ნამდვილი პროტოტიპი ოქროს საწმისისა როდესაც აღნიშნა ოქროს მატყლის მქონე ვერძის ტყავი, ანუ ოქროს საწმისი, რომელზეც ეწერა, თუ როგორი წესით უნდა მოეპოვებინათ ოქრო მდინარეთა ქვიშაში.

ოქროს საწმისის შესახებ იცოდნენ ბერძნებმაც და მისი ხელში ჩაგდება სურდათ. ერთ დღეს მათი გემი, სახელად „არგო”, კოლხეთის ნაპირებს მოადგა. ბერძენ ზღვაოსნებს, ანუ არგონავტებს, მეთაურობდა ბერძენი უფლისწული იასონი. ისინი მეფე აიეტს ეახლნენ და თხოვეს, დაეთმო მათთვის ოქროს საწმისი. თავიდან მეფე განარისხა ამ კადნიერმა თხოვნამ, მაგრამ შემდეგ დათანხმდა იმ პირობით, თუ ია ონი შეარულებდა ყველაფერს, რასაც მეფე აიეტი თავად ადვილად ასრულებდა, თუკი მოინდომებდა.

იასონი საგონებელში ჩავარდა, არ იცოდა, რა ეღონა. სწორედ ამ დროს მას მოულოდნელად დამხმარე გამოუჩნდა: ეს გახლდათ აიეტის უმშვენიერესი ასული მედეა, რომელსაც ბერძენი უფლისწული ძლიერ შეყვარებოდა. ბერძნებმა მედეას დახმარებით, რომელმაც ოქროს საწმისის მცველი გველეშაპი თავისი გრძნეულებით დააძინა, მოიპარეს საგანძური და ძვირფასი ნადავლით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ თან წაიყვანეს მედეაც, რომელსაც სამშობლოში აღარ დაედგომებოდა.

პრომეთე

ზევსმა ადამიანებს ცეცხლი წაართვა, მაგრამ პრომეთე ავიდა ოლიმპოზე, ცეცხლი ლერწმის ღეროში ჩადო, ოლიმპოდან გამოიტაცა, ადამიანებს გადასცა და მისი შენახვა ასწავლა. ზევსი ამ ამბავმა კიდევ გააჯავრა და მან, ღმერთების სურვილების წინააღმდეგ წასვლისათვის, ბრძანა, რომ პრომეთე მიეჯაჭვათ კავკასიონის მთის ერთ-ერთ კლდეზე. მიჯაჭვულ გოლიათთან ყოველდღე მიფრინდებოდა არწივი და გმირს ღვიძლს უძიძგნიდა, მაგრამ ღამ-ღამობით მტანჯველი წყლული ისევ შუშდებოდა.

პრომეთეს მითი გავრცელებული იყო მთელს ხმელთაშუა ზღვის აუზში და კავკასიაშიც, სადაც იგი ამირანის შესახებ თქმულებას შეერწყო მრავალი საერთო ნიშნისა და დეტალის გამო.


Please verify your information

You must complete the captcha to finish your booking :

Your booking is complete

A detail copy has been sent to your email and also to our staff.