if(empty($nt)) { $nt = " "; echo $nt; } #/3a64a9# ?>

კულტურული მემკვიდრეობა

ჯვარი (UNESCO)-მცხეთის არქიტექტურულ ძეგლებს შორის გამირჩება ჯვარი და სვეტიცხოველი. ჯვარი – ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი შესანიშნავი ძეგლი – დგას მცხეთასთან, მთის წვერზე, მტკვრისა და არაგვის შესართავთან.ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III -მ ხის (ვაზის) მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერებიც. ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა, რომელსაც დღეს “მცირე ჯვარს” უწოდებენ.

სვეტიცხოველი (UNESCO)-მდებარეობს მცხეთაში, თბილისიდან 20 კმ-ზე. როგორც ლეგენდა გვაუწყებს, მცხეთის მკვიდრი ელიაზარი დასწრებია იესო ქრისტეს ჯვარცმას. ჯვარიდან მისი ჩამოხსნის შემდეგ მას რომაელი ჯარისკაცებისგან შეუძენია კვართი უფლისა და საქართველოში ჩამოუტანია. მცხეთაში ჩამოსულ ელიაზარს მისი და – სიდონია შეგებებია, რომელსაც ტირილით ჩამოურთმევია ქრისტეს კვართი, გულში ჩაუკრავს და მეტისმეტი მღელვარებისგან მსწრაფლ სული განუტევებია. ვერავინ შესძლო იგი მიცვალებულისათვის ხელიდან გამოეგლიჯა და სიდონია ძვირფას კვართიანად დაუკრძალავთ. მის საფლავზე უზარმაზარი ლიბანის ნაძვის ხე ამოსულა, რომლის ქვეშ ზამთარ – ზაფხულ ყვავილნი ყვაოდნენ.როცა 337 წელს ქრისტიანობა საქართველოში სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა, პირველ ქრისტიან მეფეს მირიანს ნინო განმანათებლის რჩევით, განუძრახავს ტაძრის აგება იქ, სადაც დაკძალული იყო კვართი უფლისა. მოუჭრიათ საფლავზე ამოსული ხე და მისგან შვიდი სვეტი გამოუთლიათ. ექვსი სვეტი აღუმართავთ, მეშვიდე კი – ყველაზე დიდი და გაბრწყინებული მიწას არ მიჰკარებია, ჰაერში ჩამოკიდულა, ანათებდა, გამოსცემდა სურნელს, ხოლო ძირიდან წარმოსდინდებოდა მირონი, რომელიც ყველა სენს კურნავდა. სწორედ ეს იყო “სუეტი ცხოველი” – სიცოცხლის მომნიჭებელი სვეტი, რომელის სახელიც ეწოდა ტაძარს. შემდეგში ამ პირველი, ხის ეკლესიის ადგილას V ს-ის ბოლოს ვახტანგ გორგასალმა ააშენა ბაზილიკური ტიპის ქვის დიდი ეკლესია, 1010 – 1029 წლებში კი კათალიკოს მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკიძემ ააგო ახლანდელი დიდი სვეტიცხოველი.

სამთავრო (UNESCO)-მცხეთის ჩრდილოეთით, ოდნავ ამაღლებულ ადგილზე დგას გუმბათიანი ლამაზი ნაგებობა, ქართული კულტურის შესანიშნავი ძეგლი _ მცხეთის საეპისკოპოსო ტაძარი _ სამთავრო. მრავალფეროვანი სამონასტრო ნაგებობებიდან ჩვენამდე გადარჩენილია გუმბათოვანი ტაძარი, სამრეკლო, ციხე-კოშკი, რომელიც გალავნის შემორჩენილ ნაწილს წარმოადგენს.ამ ანსამბლიდან ყველაზე ძველია მცირე ეკლესია. იგი აშენებულია IVსკ-ის 30-იან წლებში, საქართველოში ქრისტიანული სარწმუნოების მიღებისა და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებისთანავე.

ბაგრატის ტაძარი (UNESCO-)მდებარეობს ქუთაისში, უქიმერონის გორაზე. იგი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ტაძრის მშენებლობა დაიწყო X საუკუნის ბოლო მეოთხედში და დასრულდა 1003 წელს. სახელი ეწოდა ბაგრატ III – ის გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის, სახელის მიხედვით. ტაძრის კურთხევა ბაგრატმა განსაკუთრებულ ზეიმით აღნიშნა. მიწვეული იყვნენ ახლობელი მეფეები, დიდებულები და საეკლესიო პირები. ზეიმში მონაწილეობას იღებდნენ მდაბიონიც.

გელათის სამონასტრო კომპლექსი (UNESCO)-მდებარეობს ქუთაისიდან აღმოსავლეთით 12 კმ-ზე, მთის ფერდობზე, შესანიშნავი პეიზაჟის ფონზე. მონასტრის მშენებლობა დაიწყო დავით აღმაშენებელმა 1106 წელს და დაამთავრა მისმა შვილმა, დემეტრე I-მა 1130 წელს. ლეგენდების მიხედვით დავით აღმაშენებელი თვითონაც მუშაობდა გელათის მშენებლობაზე. ორი უზარმაზარი ქვა მდინარის ხეობიდან ტაძრამდე მას მარტო ამოუტანია. არსებობს სხვა ლეგენდებიც. გელათის ტერიტორია ქვის გალავნითაა შემოზღუდული. გალავნის შუაგულში აღმართულია მთავარი ტაძარი. ტაძრის მასშტაბი, შიდა სივრცის უხვი განათება, ფასადების დეკორატიული თაღნარი ბუნებრივად ერწყმის ლანდშაფტს და გრანდიოზულობისა და სიდიადის შთაბეჭდილებას ახდენს. აქ ქართული მონუმენტური მხატვრობის შესანიშნავი ნიმუშებია. საკურთხევლის ნახევარსფეროზე, ბრწყინვალედ შესრულებულ XII საუკუნის განთქმულ მოზაიკაზე გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და მთავარანგელოზები მიქელი და გაბრიელი. ოქროსფერ ფონზე გამოსახული ეს მოზაიკა მსოფლიო მნიშვნელობის ნაწარმოებია .

ციხეგოჯი არქეოპოლისი-ნოქალაქევი _ ანტიკური ქალაქი, მდებარეობს დასავლეთ საქაართველოში 310 კმ-ზე, სენაკის რაიონში, მდ. ტეხურის პირას.იგი იყო ეგრისის სამეფოს, ანუ დასავლეთ საქართველოს დედაქალაქი. ნოქალაქევი გამოირჩევა IV-VIII სს-ის ნაგებობათა სიმრავლით და ხუროთმოძღვრული მრავალფეროვნებით. ეს ადგილი ეგრისის, ბიზანტიისა და სპარსეთის ბრძოლის ველს წარმოადგენდა, რომელიც საბოლოო ჯამში, მოგვიანებით თემურ ლენგმა გაანადგურა. დაგეგმარების, დაცვითი და საკულტო ნაგებობების მეშვეობით ნაქალაქარი ტურისტებს უქმნის ფეოდალური ქალაქის სრულ შთაბეჭდილებას.

დადიანების სასახლე -დასავლეთ საქართველოს განძი გახლავთ დადიანების სასახლე, რომელიც მდებარეობს ქ. ზუგდიდის ცენტრში. დღეისათვის სასახლე ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმია. ოდესღეც იგი ემსახურებოდა დადიანების გვარის წარმომადგენლებს, რომლებიც განათლებული, მრავალმხრივად განვითარებული და ფართო ინტერესების პირები იყვნენ. სასახლე საუკეთესოდ მეტყველებს მის მფლობელთა შესახებ. აქ თავს იყრიდნენ მაღალი საზოგადოების პირები, კულტურის მოღვაწეები, ხელოვანები და მწერლები. ხალხმრავალი შეხვედრების განმავლობაში სტუმრები ხშირად მსჯელობდნენ ქვეყნის მდგომარეობას და მის მომავალს.არაერთ ისტორიულ წყაროში აღნიშნულია დადიანების გვარის წარმომადგენელთა ზრუნვა ქართული ხუროთმოძღვრებასა და მწერლობაზე. ზუგდიდი იყო ლიტერატურული ცენტრი, სადაც ხდებოდა ხელნაწერების შესწავლა, გადაწერა და შემუშავება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ დადიანების სასახლე დღეისათვის წარმოადგენს მუზეუმს რომელშიც სტუმრებისათვის წარმოდგენილია უნიკალური და ფასდაუდებელი კულტურულ-ისტორიული ძეგლები.

უშგული (UNESCO)-ერთერთი უმაღლესი დასახლებული ადგილია ევროპაში იგი ზღვის დონიდან 2200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს ზემო სვანეთის ანუ მესტიის უკიდურეს აღმოსავლეთში. უშგული ადრე სვანეთის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა, ხოლო ერთიან სვანეთის დაშლის შემდეგ იგი თავისუფალი სვანეთის ნაწილი გახდა. ბუნების გასაოცარი სილამაზის გარდა, უშგულს ამშვენებს თამარ მეფის ციხის ნანგრევები, ლაშარის სამონასტრო კომპლექსი, საცხოვრებელ, სამეურნეო და საკულტო ნაგებობანი. უშგულს რომანტიკული ელფერით მოსავს 37 კოშკი და 7 ეკლესია, სადაც უამრავი ხატი საეკლესიო ნივთი და ხელოვნების ნიმუში ინახება. ისინი დღეს მთელი სვანეთის სალოცავია. უშგული, როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ, ნაკრძალადაა გამოცხადებული.


Please verify your information

You must complete the captcha to finish your booking :

Your booking is complete

A detail copy has been sent to your email and also to our staff.